ღონისძიებები


                                      მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება

                                              2020-2021 სასწავლო წელი


ეს იყო წინათ, ოთხი წლის წინათ,

ჩვენ „დედაენა“ დაგვქონდა ჩანთით,

ოთხი წლის წინათ, ოთხი წლის წინათ

რა პაწაწინა ბალღებად ვჩანდით.

 

პირველი ზარი, შრიალი ვერხვის,

არ მავიწყდება ახლაც კი მესმის

რამ დამავიწყოს პირველი მერხი,

პირველი მორცხვად ნათქვამი ლექსი.

 

დრო ჩიტივით გაფრინდა ოცნებაში ნანატრი

ჩვენო ცოდნის ტაძარო,

ჩვენო კლასო, ნახვამდის.

 

განა გემშვიდობებით?

შენთან გაყრა გვახარებს?

წერა ხომ აქ ვისწავლეთ,

კითხვაც აქ შეგვაყვარეს.

 სიმღერა "დედაენა"

-სკოლის წკრიალა ზარი! ოთხი წლის მანძილზე რამდენჯერ დარეკილა იგი. მისი წკრიალი გვაგონებს ახლაც იმ გამორჩეულ დღეს, როცა ყვავილების თაიგულით ჩვენი პირველი მასწავლებელი პირველ კლასში პირველ გაკვეთილზე და პირველ საკლასო ოთახში ღიმილით შეგვიძღვა პაწაწინა პირველკლასელებს.

 

დრო მიდიოდა.... ბევრი სიძნელის და დაბრკოლების გადალახვა გვიწევდა.  ჩვენ ვართ თაობა, რომელიც მამაცურად ებრძვის უხილავ მტერს.

 

ბევრი სირთულის გადალახვა მოგვიწია დისტანციური სწავლების დანერგვისას, მაგრამ წარმატებით შევძელით თიმსის ათვისებაც.

 

დისტანციური სწავლებისას მივხვდით რა ძვირფასი და საყვარელია ჩვენი სკოლა, ჩვენი საკლასო ოთახი. თანაკლასელები, რომლებიც უზომოდ გვენატრებოდა. უფრო მეტად შეგვიყვარდა და დავაფასეთ სკოლა, გაკვეთილები, ჩვენი მასწავლებლები.

წლები წლებს მიჰყვებოდა და, აჰა, ოთხმა წელმა თვალის უსწრაფესად გადაიფრინა.

 ცეკვა აჭარული

რამ დაგვავიწყოს, როგორ ვღელავდით,

როგორ ჩაგვენთო შუქი თვალებში,

რამ დაგვავიწყოს პირველი ზარი

და მასწავლებლის ტკბილი ალერსი!

 ბიჭების ცეკვა

-დღევანდელი ზარის წკრიალი კი სულ სხვაა! იგი არ გავს არც ერთ ადრინდელს. ეს ხმა გვაშორებს ჩვენს პირველ მასწავლებელს და გვამცნობს ახალი ცხოვრების დაწყებას, რომელიც გველოდება მომავალი სასწავლო წლიდან ახალ კლასში, ახალ მასწავლებლებთან!

 

 

 

 

ოთხი წელი! ეს ოთხი წელი!

გულკუშტიც, წრფელიც,

ადვილიც, ძნელიც

ყმაწვილთა ტვინის

ყამირის მხვნელი

გოგო-ბიჭების

ბეჯითი მწვრთნელი,

გასაოცარი და საკვირველი

ცოდნის შენობის ქვა, საძირკველი

აჰა, გვშორდება

ეს ოთხი წელი!

 

გვშორდება, გვტოვებს

გულში გვიტოვებს

ვინ მოთვლის,

რამდენ მოსაგონებელს...

უპირველესად,

დედისებრ ერთგულ

ჩვენს უპირველეს

ტკბილ მასწავლებელს.

 

გვჯერა, მარადჟამს

ერთად ვახსენებთ

თქვენს სახელს და ჩვენს

ტკბილ ბავშვობას,

ჩვენო პირველო მასწავლებელო,

მიიღეთ ჩვენი წრფელი მადლობა!


გოგოების ცეკვა


ვემშვიდობებით ჩვენს პირველ მასწავლებელს, მაგრამ იმედით. შუქი მაინც ანათებს ჩვენს გულებს, რადგან ვრჩებით ულამაზეს ცოდნის ტაძარში, ძალიან გვიყვარს ჩვენი სკოლა, რადგან ყველანაირი პირობაა შექმნილი რომ ჩვენ ვისწავლოთ უკეთესად, სურვილი გვიჩნდება ვასახელოთ მშობლიური სკოლა რათა ამაყად შევხედოთ თვალებში ჩვენს მასწავლებლებს.

სიმღერა - ინგლისური


ჩემო საქართველოვ, ჩემო ერთადერთო,

მამულის დილავ და მამულის ბინდო,

ცაში ავარდნილო პირველო ტოროლავ და

პირველო გავლებულო ხნულო.

 

 

ქვევრში ჩაწურულო რქაწითელო და

თონიდან ამოყრილო პურო,

პირველად ნამღერო „გუთნისდედავ“ და

მყინვარზე ჩამომჯდარო სხივო!


პატარა გოგო-ბიჭის პირველო სიტყვავ და

უფროს უმცროსობის მადლო,

მოყვასის მოყვასისთვის გვერდში დგომავ და

მამის შექებულო გზაო.


ხატთან დანთებულო პირველო სანთელო და

დედის „იავნანის“ ჰანგო,

კაცის ღირსებავ და მდედრის სათნოებავ,

ზარო და ხარის ქედო...

 

 

შეგვაძლებინე გაფანტულ ქართველებს,

კერიის შუაცეცხლი გვენთოს!

 

 ცეკვა კავკასიური

ლექსი სამშობლოზე

სიმღერა - ახალი ამბავი

 

                 





 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий