გაკვეთილის გეგმა
ძევერის საჯარო სკოლა 23.03.2021წ.
|
გაკვეთილის მთავარი თემა |
მეფე და მხატვარი |
|
სწავლების საფეხური |
მეოთხე კლასი
|
|
მასწავლებელი |
ნინა კოლიაშვილი |
|
მოსწავლეთა პროფილი |
22 მოსწავლე. განსაკუთრებული
საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის კლასში |
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა |
შეუწყობს ხელს კითხვის და მოსმენის, კავშირების
დამყარების და აზროვნების უნარის განვითარებას.
|
|
გაკვეთილის მიზნები |
მოსწავლემ შეძლოს: ·
წინარე ცოდნის გააქტიურება,
წაკითხულის გაგება-გააზრება, პერსონაჟის ქცევასა და მოქმედებაზე დაკვირვება, ნასწავლი
ტექსტების ერთმანეთთან დაკავშირება |
|
ეროვნული სასწავლო გეგმით
განსაზღვრული მისაღწევი შედეგები |
ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი
დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი
თვალსაზრისის ახსნა. Ø ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე აზრის გამოთქმისას/მსჯელობისას ცდილობს მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ასპექტის გამოკვეთას; Ø ასახელებს მოსმენილი ტექსტიდან ესთეტიკურად ღირებულ ადგილებს; Ø აფასებს გმირის საქციელს და განმარტავს თავის დამოკიდებულებას; ქართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა. Ø გაბმულად (შეფერხებების გარეშე), სათანადო ტემპითა და შესაბამისი ინტონაციით ხმამაღლა კითხულობს
ნაცნობ და უცნობ ტექსტებს/ტექსტების მონაკვეთებს; Ø
აანალიზებს ცალკეულ რეპლიკას - ვის ეკუთვნის, ვინ არის
ადრესატი, რა არის რეპლიკის მიზანი (მაგ., რჩევის მიცემა, ინფორმირება, ახსნა, საყვედურის გამოთქმა, შენიშვნის მიცემა, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და სხვა);
Ø
განარჩევს ტექსტში ავტორისა და პერსონაჟების სიტყვებს,
დიალოგსა და მონოლოგს; Ø
აკვირდება პერსონაჟთა ქცევას, მოქმედებას, თვისებებს და დაკვირვების საფუძველზე
გამოაქვს სათანადო დასკვნა მათი აზრების, განზრახვების, განცდების შესახებ; ქართ.დაწყ.(I).15. მოსწავლემ უნდა
შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად. Ø იყენებს მოდელს, საყრდენებს, მითითებებს; საჭიროებისამებრ
იყენებს მარტივ გრაფიკულ მაორგანიზებლებს;
|
|
წინასწარი ცოდნა |
გამართული კითხვა, კავშირების
დამყარება |
|
შეფასების საგანი და პროცედურები |
დაკვირვებისა და ანალიზის
ობიექტი იქნება კითხვა, კითხვებზე პასუხი,
მსჯელობა, აზრის გამოხატვის უნარი. ინდივიდუალური და ჯგუფური შეფასება (განმავითარებელი
შეფასება) |
|
განმავითარებელი შეფასების
აქტივობები |
შემაჯამებელი კითხვები, გამოსაძახებელი ჩხირები |
|
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები: |
ვმუშაობ მთელ კლასთან |
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური
რესურსი |
სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული-გრაფიკული ორგანიზატორი - შევადაროთ
მოთხრობები |
|
გაკვეთილზე გამოყენებული ძირითადი მეთოდები და აქტივობები: |
·
მიმოხილვა შეკითხვების გამოყენებით; ·
ტექსტის კითხვა ·
წერა - შევადაროთ მოთხრობები |
|
თანმიმდევრობა |
I ფაზა: წაკითხვამდე - 10 წთ. ·
მოსწავლეთა ორგანიზება და
ქცევის წესების შეხსენება ·
გაკვეთილის თემის და მიზნის
გაცნობა ნასწავლ ტექსტთან
არსებული ცოდნისა და გამოცდილების გააქტიურება კითხვა -პასუხით ·
რას უწოდებს სტუმარი თავის
მეგობარს? ·
როგორ ხსნის თავის უიღბლობას? ·
რატომ ვერ ყიდდა თავის ნამუშევრებს
მისი კოლეგა? ·
თქვენ რას ურჩევთ წარუმატებელ
მხატვარს?
II ფაზა -
15 წუთი 1.
ტექსტის კითხვა 2.
უცხო სიტყვების ახსნა 3.
კითხვა-პასუხის საშუალებით
ტექსტის გაგება-გააზრების შემოწმება ü
რა დაავალა მეფემ მხატვარს? ü
რა მიზანი ამოძრავებდა მეფეს? ü
რატომ ჩავარდა საგონებელში
მხატვარი? ü
როგორ დაიძვრინა თავი მხატვარმა? ü
რომელი ანდაზა გამოხატავს
იგავის დედააზრს? 4
შევადაროთ მოთხრობები - სქემის
შევსება III ფაზა: ახალი ცოდნის სიღრმისეულად
გააზრება საკითხის შესაჯამებლად დავსვავ შეკითხვებს და ვასაუბრებ მოსწავლეებს იმის შესახებ, თუ რა გაიგეს ამ ტექსტებიდან ახალი? როგორ იმუშავეს, რა გაუჭირდათ, რამ გაახალისათ? ჩართული იყო თუ არა ყველა მოსწავლე? საინტერესო იყო თუ არა ტექსტი და მასზე მუშაობა? რატომ? რა კავშირის დამყარება შეიძლება შესწავლილ ტექსტებთან? რა დასკვნა გამოიტანეს
და სხვა. საშინაო დავალება: დასაწერად, თხზულება „მოხერხებული მხატვარი“ სარეზერვო აქტივობა: 3–2–1
გაკვეთილის ბოლოს თითოეული მოსწავლე ასრულებს წერით დავალებას
„3–2–1“: 3 რამ, რაც მომეწონა ამ მოთხრობაში; 2 რამ, რაც არ მომეწონა; 1 რამ, რამაც ყველაზე მეტად
დამაინტერესა
|
|
თარიღი |
|
ჩატარებული
გაკვეთილის რეფლექსია
მიმდინარე წლის 23 მარტს ჩავატარე გაკვეთილი მე-4 კლასში
ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გაკვეთილს ესწრებოდა 21 მოსწავლე.
საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ გავაცანი
მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანი. წინარე ცოდნის გააქტიურების შემდეგ გამოსაძახებელი
ჩხირების გამოყენებით წავაკითხე ტექსტი. საკითხის შესაჯამებლად დავსვი შეკითხვები.
შევადარეთ ორი იგავი და შესაბამისად გააკეთეს დასკვნები.
გამოვიყენე გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი, მიზანს მივაღწიე.
მოსწავლეები აკეთებდნენ დასკვნებს, ახასიათებდნენ პერსონაჟებს, მსჯელობდნენ არგუმენტირებულად.
კოვიდ-19 პანდემიის გამო ვერ გამოვიყენე დამატებითი
რესურსი და შემოვიფარგლე მხოლოდ სავარჯიშო რვეულის სავარჯიშოთი, სადაც იმუშავეს ცხრილზე-
ორი მოთხრობის შედარებაზე.
გაკვეთილი მიმდინარეობდა ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების
ხელშემწყობ გარემოში.
ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილის გაანალიზებისას შევნიშნე,
რომ განმავითარებელ შეფასებისას ნაკლებად ვიყენებდი არგუმენტებს და შემოვიფარგლებოდი
მხოლოდ შექების ფრაზებით: ‘ყოჩაღ“, „ კარგია“, და ა. შ. რაც შემდეგისთვის უნდა გავითვალისწინო
და მეტი ყურადღება დავუთმო განმავითარებელ შეფასებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий